25 სექტემბერს აშშ-ის სენატი „ქართველი ხალხის“ აქტზე იმსჯელებს. კანონპროექტს, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს. მისი ავტორები სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არიან. ამავდროულად, ამ საკითხზე ქართველი პოლიტიკოსებიც საუბრობენ. რას გულისხმობს „ქართველი ხალხის აქტი“ და რას ამბობენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.