იაპონიაში, ისიკავას პრეფექტურაში ძლიერი წვიმებისგან გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გამო, 100-ზე მეტი დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ, ოფიციალურ პირებს მიყენებული ზარალის მონიტორინგი და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დაავალა. წყალდიდობამ ის საცხოვრებელი ფართებიც დატბორა, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის იყო აშენებული.