შრი-ლანკას საპრეზიდენტო არჩევნებში 55 წლის მემარცხენე კანდიდატმა, ანურა კუმარა დისანაიაკემ გაიმარჯვა. შრი-ლანკას საარჩევნო კომისიის ცნობით, ოპოზიციური ალიანსის, „ნაციონალური სახალხო ძალაუფლების“ ლიდერმა ხმების დაახლოებით 42% მიიღო და ის როგორც ოპოზიციის სხვა კანდიდატს, ასევე მოქმედ პრეზიდენტს უსწრებს. საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში ამომრჩეველთა 76%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. კომისიის შეფასებით, ეს შრი-ლანკის ისტორიაში“ ყველაზე მშვიდობიანი არჩევნები იყო. ამ განცხადების მიუხედავად, საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით დროებით კომენდანტის საათი დააწესა.