საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ საჭირო იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა და ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე ფიქრი. მისივე მტკიცებით, ევროპა ახალი ფორმით იარსებებს და ახალი რეალობით, რაც ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობას მოითხოვს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრება და შეხვედრაზე ამ საკითხს დაუბრუნდება.