25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. დაგეგმილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებასაც დაესწრება, გაერო-ს ასამბლეის დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. შტატებში პრემიერის ვიზიტს საქართველოში პოლიტიკური მხარეები გამოეხმაურნენ.