შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება და ახალი საფრთხეები ცვალებადი გარემოს პირობებში - ამ თემაზე თბილისში რეგიონული სტაბილურობის ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევრბზე ისაუბრეს. ასევე აღნიშნა, თუ პრობლემების გადაჭრის რა შესაძლო გზები არსებობს, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე. ღონისძიების დამსწრეთა შორის იყვნენ შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ელისაბეტ ბრანდბერგი, ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ანტონი ბრუნველი და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელი, კრისტინ მარკლუნდი.