თბილისის საკრებულოს წევრები საბა ბუაძე, ანა გოგოლაძე და ლილე ლიპარტელიანი იპოდრომის ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვედნენ. ადგილობრივები აღნიშნულ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სარჩელის განხილვა 27 სექტემბერს იგეგმება. საკრებულოს წევრები ამბობენ რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ყოფილი იპოდრომის ტყის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა უკანონოა და ის პარკის განადგურებას გამოიწვევს.