კამალა ჰარისმა მიიღო CNN-ის მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპთან მორიგ დებატში, 23 ოქტომბერს, - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა განაცხადა. ჰარისის გუნდში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს დაეთანხმოს ამ დებატებს, რადგან ეს არის იგივე ფორმატი, როგორც CNN-ის დებატები. შეთავაზებას გამოეხმაუარა დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ჰარისმა მონაწილეობა მიიღო ერთ დებატებში, თავად კი ორში, მესამე დებატებისთვის კი უკვე ძალიან გვიანია.