ირანმა სამხედრო აღლუმზე თავისი ახალი ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმის დრონი წარმოადგინა. მედიის ცნობით, ახალ რაკეტას, რომელიც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის საჰაერო კოსმოსურმა დეპარტამენტმა შეიმუშავა, შეუძლია დაფაროს ათას კილომეტრამდე მანძილი. ამასთან, მათი მტკიცებით, Shahed-136 ტიპის დრონის მოდიფიცირებული ვერსიის ფრენის დიაპაზონი 4 000 კილომეტრზე მეტია. შეგახსენებთ, დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, აცხადებენ, რომ ირანმა რუსეთს მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გადასცა, რომელსაც რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებენ.