ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ 105 რაკეტიდან უმეტესი მოიგერიეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი სახლებს მოხვდა. მათი განმარტებით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ გასულ კვირას ისრაელის მხრიდან პეიჯერებისა და რაციების აფეთქებებით განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე სამიზნეებისკენ ათობით რაკეტა გაისროლეს. ამასთან, ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ პარასკევს ბეირუთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა.