ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჰეზბოლა“ ავრცელებს.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, გუშინ, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმას დაჯგუფების უფროსი მეთაური, იბრაჰიმ აქილი ემსხვერპლა.
„ჰეზბოლას“ ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად, დაჯგუფების 14 წევრი დაიღუპა.