30 ევროპარლამენტარი ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს და საქართველოში არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში, მას 4-პუნქტიან სამოქმედო გეგმას სთავაზობს. წერილს ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდ კოლსი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. ევროპელი დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველოში შექმნილი საგანგაშო ვითარების ფონზე არჩევნებზე უფრო ძლიერი სადამკვირვებლო მისია უნდა იყოს მობილიზებული. ევროპარლამენტარები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ ე.წ გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო და მიიჩნევენ, რომ მისი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და შევიწროებაა. ამ საკითხს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ