„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აშშ-ს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემუშავებული და უახლოეს მომავალში მის დაწესებას განიხილავს. მედიასაშუალების ცნობით, შტატების მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო ამ ინფორმაციას ადასტურებს. ამ თემას საქართველოში უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკური მხარეები.