რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სხვადასხვა ოლქებში 101 დრონი ჩამოაგდეს.
„გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე კიევის რეჟიმმა ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 101 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 53 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე, 18 კრასნოდარის ოლქის, 5 კალუგის, 3 ტვერის, 3 ბელგოროდის ოლქის, 1 სმოლენსკის, 1 კურსკის, 16 აზოვის ზღვის და 1 დროებით ოკუპირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდეს.