„ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო შეხვედრებზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური მხარეები გამოეხმაურნენ. ყურადღების ცენტრში კვლავ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია - მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ 2008 წლის ომი „ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივმა რეჟიმმა“ დაიწყო. მის სიტყვებს მმართველი პარტიის სხვა ლიდერებიც იზიარებენ.