საქართველოს განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, რუსთავის ახლად რეაბილიტირებულ მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას და არსებულ ვითარებას გაეცნო. მინისტრთან ერთად სკოლებში იმყოფებოდნენ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტის წევრი, ალექსანდრე დალაქიშვილი და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე. რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს - აღნიშნული პროექტი ჯამში 12 მილიონ ლარამდე დაჯდა.