“ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებით, პეიჯერებისა და რაციების გამოყენებით თავდასხმების განხორციელებით ისრაელმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერიზ მტკიცებით, ისრაელის ქმედება ომის გამოცხადება იყო. მანვე აღიარა, რომ „ჰეზბოლამ“ უპრეცედენტო დარტყმა განიცადა, მაგრამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას და დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დააკისრებს.
ისრაელს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ ის დგას აფეთქებების უკან, რომლის შედეგადაც, ლიბანის ხელისუფლების თქმით, 37 ადამიანი დაიღუპა და 3000 დაიჭრა.