საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
ღონისძიებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრნენ.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, დაზვერვის სამსახურის 10 თანამშრომელი დაჯილდოვდა.