„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი ღონისძიება ამჯერად ქალაქ რუსთავში ჩაატარა. მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა, მათ შორის საპატიო თავჯმდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. მმართველი პარტიის გზავნილები უცვლელია, ისინი კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მთავარი დანაშაული, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვით - 2008 წლის აგვისტოს ომია, რომელიც, „ქართული ოცნების“ განცხადებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ შეგნებულად და გააზრებულად არ აიცილა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 26 ოქტომბერს ქართველებმა კიდევ ერთი დიდი ბრძოლა უნდა მოიგონ.