სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს მოქალაქე. უწყების ცნობით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. როგორც სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშ ვკითხულობთ, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.