ემუქრება თუ არა საქართველო-ამერიკის მრავალწლიან ურთიერთობას ფუნდამენტური გადახედვა - "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ამერიკელი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებების გამო შტატებმა სანქციები კიდევ უფრო მეტად გააფართოვოს. დევიდ კრამერი ვარაუდობს, რომ სანქცირებულთა სიაში გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილიც მოექცეს. ამერიკის მხრიდან წამოსულ კრიტიკას არ იზიარებს მმართველი გუნდი. მათი განცხადებით, საქართველო ასეთი სახის არასამართლიან დამოკიდებულებას არ იმსახურებს.