გახარიას პარტიასა და კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შორის პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, მამუკა ხაზარაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა მოხდა, რადგან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეული იყო.