კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ. ხვალვე იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. რა გახდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მოტივი, ეს ჯერ უცნობია, თუმცა, მოკლული ქალის მეზობლები და მეგობრები ბრალდებული მამაკაცის მხრიდან წარსულში აბრამიძის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობაზე საუბრობენ.