37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავებულია. გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერებიდან ამოღებული ჩანაწერებიც, რომელშიც ჩანს, როგორ მიდის ბრალდებული დაახლოებით, 19:00 საათზე საკუთარი ავტომანქანით კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან და შედის სადარბაზოში. ის კორპუსს 14 წუთში ტოვებს. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, ჯაიანი აბრამიძესთან ხშირად მიდიოდა და მუქარის შემცველი ფრაზებით მიმართავდა.