ბრენდული მაღაზიების შემოსავლები 16.5%-ით გაიზარდა და 6 მლრდ-ს მიაღწია. კვლევითი ორგანიზაცია „გალთ ენდ თაგარტი“ ანვარ-აგვისტოს მონაცემებს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდას განაპირობებს: ინფლაცია, მოთხოვნის ზრდა და გეოგრაფიული ექსპანსია. ზრდაზე ყველაზე დიდი ეფექტი, 2018-2023 წლებში, ახალი მაღაზიების გახსნას ჰქონდა, როცა ბრენდული მაღაზიების წილი 22%-დან 39%-მდე გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტი“ პროგნოზირებს, რომ ბრენდული ქსელების ბაზარი ზრდას გააგრძელებს და 2023-2028 წლებში 18.4%-ით კიდევ გაირზრდება, რაც საბაზრო წილს 56%-მდე გაზრდის. ბაზრის არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, 2028 წლამდე თბილისში დამატებით 1 100, ხოლო რეგიონებში 1 800 მაღაზიის გახსნაა შესაძლებელი,“ - ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.