უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო საკითხის განხილვისას ყირიმის საკუთრების საკითხი გადამწყვეტ როლს ითამაშებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„ყირიმი სიმბოლურად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და განსაკუთრებით პუტინისთვის, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ამიტომ, მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ ყირიმის დემილიტარიზაციის გარეშე. შეგვიძლია მისი გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემა სამართლიანი რეფერენდუმის მომზადების მისიით მას შემდეგ, რაც გადამოწმდება ვინ არიან კანონიერი მცხოვრებლები და ასე შემდეგ და შეიძლება ეს 20 წლით გადავდოთ“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე დიდი შეცდომა უწოდა დასავლეთის, მათ შორის ამერიკელების, მხრიდან უკრაინელებისთვის იმის თქმას, რომ ყირიმში არ იბრძოლონ.
„უკრაინელებს რომ ყირიმში ებრძოლათ, თუნდაც სიმბოლურად, მას [ვლადიმერ პუტინს] შესაძლოა დონბასზე გადაწყვეტილება არ მიეღო“, -აღნიშნა სიკორსკიმ.