"ამერიკელი სნაიპერი" - 21-ე საუკუნის ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი ამერიკელი სამხედრო მებრძოლის, კრის კაილის ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელშიც ასახულია ამერიკის შეიარაღებული ძალების რეალური ამბები და ბრძოლა ერაყში, 1999 წლიდან 2009 წლამდე. კაილი დოკუმენტური სიზუსტით აღწერს ომის საშინელებას – მათ შორის, თავისი ორი მეგობრის სიკვდილს. წიგნში ასევე არის მისი მეუღლის, ტაიას მონათხრობი, თუ რა მძიმე დაღი დაასვა ომმა მათ ოჯახსა და პირადად, კრისს. კაილიმ 2009 წელს სამხედრო საქმიანობას თავი დაანება და წიგნზე მუშაობა დაიწყო, "ამერიკელი სნაიპერი, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, 2012 წელს გამოიცა.
1999 წლიდან 2009 წლამდე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა,სნაიპერმა კრის კაილმა,აშშ-ს შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა. მისმა თანამებრძოლებმა, ვის სიცოცხლესაც იცავდა ერაყში, - სახლების სახურავებიდან თუ ჩასაფრებული პოზიციებიდან, - „ლეგენდა“ შეარქევს, მტრებმა კი „ალ-შაითანი“, ანუ ეშმაკი უწოდეს და მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს.როგორც ყველაზე შთამბეჭდავი შედეგის მქონე სნაიპერი ამერიკის სამხედრო ისტორიაში , კრის კაილი გმირობისთვის , ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვეს. ერაყში ოთხი ვიზიტის შემდეგ ის გახდა სნაიპერების გუნდის მთავარი ხელმძღვანელი. მას მიანიჭეს საზღვაო და ქვეითთა კორპუსის ქება-დიდების და წარმატების მედალი.
კრის კაილი წიგნის გამოცემიდან მალევე , 2013 წლის 2 თებერვალს ტეხასში მოკლეს.
მკვლელი ვეტერანი ედი რუდი იყო, რომელსაც კაილი ავარჯიშებდა სროლაში. რუდს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და ჩადენილი დანაშაულისთვის მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
კრის კაილი სიცოცხლეშივე აღიარეს ლეგენდად. სამხედრო სამსახურის მიტოვების შემდეგ სნაიპერებს და პირადი დაცვის სამსახურის თანამშრომლებს წვრთნიდა და დიდ დროს უთმობდა ვეტერანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობას.
ამერიკელმა სნაიპერმა გამოსვლისთანავე დიდი აღიარება მოიპოვა. ინტერნეტ მაღაზია ამაზონის გვერდზე კი ყველაზე გაყიდვად წიგნებში მეორე ადგილი დაიკავა.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.