გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელისგან მოითხოვს, შეწყვიტოს პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია 12 თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სანქციებით ემუქრება. კერძოდ, რეზოლუცია, რომელიც არასავალდებულო დოკუმენტია, მოითხოვს პალესტინის ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას, ახალი დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას, მიტაცებული მიწებისა და ქონების დაბრუნებას და დევნილი პალესტინელების დაბრუნების შესაძლებლობას. დოკუმენტს მხარი 124-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგი იყო, ხოლო 43-მა თავი შეიკავა. პალესტინის ხელისუფლების მუდმივმა დამკვირვებელმა გაერო-ში, რიად მანსურმა თქვა, რომ დოკუმენტის მიზანია გამოიყენოს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა და საერთაშორისო სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების ზეწოლა, რათა ისრაელი აიძულოს თავისი ქცევა შეცვალოს.