დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეროვნულ პარკებს სტუმრობენ.
მედიატური მნიშვნელოვანი შესაძლებლობააპოტენციურ ვიზიტორთა დაინტერესებისა დასაქართველოში მოზიდვის თვალსაზრისით. მედიატურის მონაწილეებს შორის არიან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ.
მედიატურის მონაწილეები გაეცნობიან დაცულ ტერიტორიებს და განიხილავენ სამომავლოდ საქართველოში ტურების დაგეგმვის შესაძლებლობებს. მედიის წარმომადგენლებისაქართველოს ეროვნული პარკების შესახებ ინფორმაციას, ფოტო-ვიდეო მასალასთან ერთად,ჩინეთის პოპულარულ სოციალურ პლატფორმებსა და სატელევიზიო სივრცეში განათავსებენ.