ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლების პეიჯერების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაჭრილია 450-ზე მეტი ადამიანი. ზოგიერთი აფეთქება იმ 12 ადამიანის დაკრძალვის დროს მოხდა, რომლებიც მანამდე „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერების აფეთქებისას დაიღუპნენ. „ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.