აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდება თუ არა ის უკრაინის ლიდერს, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ში ჩადის, კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ალბათ, დიახ“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოში განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისთვის სამშვიდობო გეგმის წარდგენას გეგმავდა. მომავალ კვირას ზელენსკი აშშ-ში ჩავა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.