„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა. კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს ტაძრის კომპლექსში მისულ მკითხველს ქართველი და უცხოელი მწერლების ნამუშევრები დახვდება. გახსნას „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გაგნიძე და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარე და „ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი, გიორგი კეკელიძე დაესწრნენ.
კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვრის, მამა ილია ჯინჯოლავას ორგანიზებით კი, ისინი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შეხვდნენ. მსოფლიო პატრიარქმა სტამბოლში ქართულ ბიბლიოთეკას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
სტამბოლში გახსნილი ქართული ბიბლიოთეკა ემპოლისა და ვროცლავის შემდეგ რიგით მესამეა. პროექტის ფარგლებში, უკვე იგეგმება ბიბლიოთეკების გახსნა ერევანში, ამსტერდამსა და კარლსრუეში.