"საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!" - ამ სახელწოდებით დღეს, 19 სექტემბერს, 19 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია დაფიონი ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საზოგადოება, მათ შორის ომის ვეტერნები ერთად დადგნენ გასცენ პასუხი იმ განცხადებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მას ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის, მტერივით მოეკითხება.