რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ქმედებების საპასუხოდ. ირაკლი კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ თუ კი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი ნაბიჯი დაემატება, საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით პრინციპული მსჯელობა მოუწევს. ორ ქვეყანას შორის არსებულ ბოლოდროინდელ ურთიერთობაზე ოპოზიციური პარტიებიც საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე ამახვილებენ და არ გამორიცხავენ, რომ სანქცირებულთა სია გაფართოვდეს.