"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონის მიღებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა - Palitra News

"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონის მიღებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა

2024-09-18 22:17:35+04:00

"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონის მიღებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.დასავლელმა პარტნიორებმა კანონპროექტი ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნიეს. ამბობენ, რომ სირცხვილია, როცა საქართველოში საზოგადოება თავს დაცულად არ გრძნობს საკუთარი სექსუალური იდენტობის გამო. კანონი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა პარტიამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო.