"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა. მან მოახლოვებულ არჩევნებზე და პარტიის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. ხაბეიშვილის განცხადებით, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას კეთილდღეობას პირდება, 26 ოქტომბრის შემდეგ კი ქართველი ხალხი ღირსეულად შეძლებს ცხოვრებას და ევროკავშირის წევრობას.