უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, თავი შეიკავონ ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ამერიკელის უკრაინასთან დაკავშირებისგან. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ ისაუბრა. მისი განცხადებით, უკრაინა გმობს პოლიტიკური ძალადობის ყველა ფორმას. თქმით, ტრამპზე თავდამსხმელი წარსულში საჯაროდ უჭერდა მხარს უკრაინას, მაგრამ აშშ-ში ასობით მილიონი ადამიანია, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დასძინა, რომ უკრაინა მზადაა, შეერთებული შტატებისგან მოთხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს მათ ინციდენტის გამოძიებაში. შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ფლორიდის შტატში, ტრამპის კუთვნილ გოლფკლუბში, დონალდ ტრამპის სიახლოვეს სროლა მოხდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც იარაღით იმალებოდა გოლფკლუბისგან ასობით მეტრის მოშორებით მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი მოედანზე თამაშობდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ეჭვმიტანილი 58 წლის რაიან უესლი რუთია. რუთი უკრაინის მხარდამჭერია.