საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობა, რომელსაც რუსეთის ეკონომიკის ყოველწლიური მიმოხილვის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციებში მონაწილეობა უნდა მიეღო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. სავალუტო ფონდში რუსეთის წარმომადგენელი, ალექსეი მოჟინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გადადების მიზეზად კონსულტაციებისთვის მისიის ტექნიკური მოუმზადებლობა დასახელდა. ამასთან, მისი თქმით, რუსულმა მხარემ კარგად იცის, რომ არაერთი ევროპული ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განახლება მიუღებელია და ასეთი კონსულტაციები დაუშვებელია.