პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ოსი მოქალაქეებისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავსირებით ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში . მმართველ გუნდში აცხადებენ რომ მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს. ქართული ოცნების წარმომადგენლების თქმით,კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, რომ ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს.განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში . ხელისუფლების ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს სამარცხვინოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არავის წინაშე არ აქვს.