გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ვიზიტის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ის მოახლოვებულ არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს,რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. საქართველოს არჩევანი აქვს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის. როთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიიის მნიშვნელობაზე საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს დაუბრკოლებელი წვდომა უნდა მიეცეთ საკუთარი საქმის გასაკეთებლად.