მიანმარში ტაიფუნი „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა, 80-მდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ოფიციალური მონაცემებით, შტორმმა გასულ კვირას მოიცვა ჩრდილოეთ ვიეტნამი, ლაოსი, ტაილანდი და მიანმარი, რის შედეგადაც რეგიონში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიანმარში შტორმმა ძლიერი წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე 226 ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ასობით ათასი ჰექტარი მოსავალი. ტაიფუნ „იაგის“ 10 ადამიანი ემსხვერპლა ტაილანდში და ერთი ლაოსში. ვიეტნამში დაღუპულთა რიცხვი 292-ს შეადგენს, დაკარგულად ითვლება 38 ადამიანი, დაზიანდა 230 000-ზე მეტი სახლი.