18 ოქტომბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, დილის 06-დან 09:00 საათამდე, "ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს და მიზეზად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ კი, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს.