განცხადებებით და მიმართვებით გეოპოლიტიკა არც იცვლება და არც პოლიტიკა კეთდება. პოლიტიკა კეთდება კულუარებში, მით უმეტეს, ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა , - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადება და ამასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება შეაფასა