ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „საზოგადოებამ უნდა გამონახოს ძალა, რათა ბოდიში მოიხადოს იმისთვის, რომ 2008 წელს, როგორც ივანიშვილი ამბობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები“. ივანიშვილმა ამ სიტყვებით ე.წოდებულ „ომის დანაშაულში“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალი დასდო. მმართველი პარტიის ლიდერის ამ სიტყვებს ოპოზიციის წევრები და 2008 წლის ომში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ.