ჩინეთში ტაიფუნი „ბებინკას“ გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, ტაიფუნი „ბებინკა“ ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტროპიკული ციკლონია. ზოგიერთი სანაპირო ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. შანხაის ორივე მთავარ აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია, რადგან ტაიფუნმა ქალაქში კოკისპირული წვიმა გამოიწვია. ამასთან, ყველა ავტომაგისტრალი დაიხურა და ქალაქის შიგნით გზებზე სიჩქარის ზღვარი დაწესდა. შანხაის რკინიგზის სადგურზე ზოგიერთი სარკინიგზო მიმოსვლაც შეჩერდა. ქალაქის დაახლოებით 25 მილიონ მაცხოვრებს შენობებში დარჩენა ურჩიეს.