ოკუპანტებმა უკრაინას შაჰედის ტიპის 56 დრონით შეუტიეს, თუმცა უკრაინელებმა 53 მათგანი გაანადგურეს, სამი დრონი კი დაიკარგა. უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან და ქალაქ იეისკიდან გაუშვეს და თავდასხმის ძირითადი მიმართულება ამჯერად კიევი იყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.