უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის გეგმავს, 4 ძირითად პუნქტს და ერთ დამატებით პუნქტს შეიცავს, რომლის შესრულებაც ომის შემდეგ აუცილებელი იქნება. ზელენსკის თქმით, საუბარია უსაფრთხოებაზე, უკრაინის გეოპოლიტიკურ ადგილზე, ძალიან ძლიერ სამხედრო მხარდაჭერასა და ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებებზე. მისივე თქმით, თუ უკრაინის გეგმას პრეზიდენტი ბაიდენი მხარს დაუჭერს და მის გუნდთან ერთად გარკვეულ პუნქტსაც დაამატებს ქვეყანა მის მისაღებად მზდ იქნება.