წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მარნეულში მოსახლეობას ხვდებიან. საქართველოს პარლამენტის წევრი, ზაურ დარგალი, მმართველი პარტიის სხვა წევრებთან ერთად მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება სახელმწიფოს მიერ, იმ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე გამახვილდა, რომელიც მიზნად მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისახავს.