„ძლიერი საქართველო“ გამოდის ინიციატივით, რომ ვეტერანებისთვის საპარკინგე სივრცეებზე სპეციალური ადგილი გამოიყოს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ვეტერანები მათი თავგანწირვისთვის სახელმწიფოსგან მადლიერებას უნდა გრძნობდნენ. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ინიციატივის რეალიზება დიდ ხარჯს არ მოითხოვს და ამისთვის მთავრობის ცვლილებას არ დაელოდებიან. აღნიშნულ საკითხზე ალეკო ელისაშვილმა "ძლიერი საქართველოს" სხვა ლიდერებთან - საკრებულოს წევრ საბა ბუაძესთან და ვატო სურგულაძესთან ერთად ისაუბრა. ელისაშვილმა საკრებულოსთან ვეტერანების პარკირების სპეციალური ნიშანიც მიიტანა.