„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე და ამავე პოლიტიკური გაერთიანების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია დეკანოიძე, ნაძალადევის რაიონში მოსახლეობას შეხვდნენ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობას პოლიტიკური გაერთიანების 5 პრიორიტეტი გააცნეს - როგორც თავად ამბობენ, აღნიშნული საკითხები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში 14-მილიარდიან ინვესტიციას, ევროკავშირში გაწევრიანებებას და საპენსიო სესხების შემცირებას გულისხმობს.